მგელიკა ლიქოკელი – ხევსური დასტაქარი, რომელიც თავის ქალის ოპერაციას ანესთეზიის გარეშე აკეთებდა

მგელიკა ლიქოკელი – ხევსური დასტაქარი, რომელსაც რობაქიძე ჯადოსანს უწოდებდა. მგელიკა ხევსურეთში 1870-1930 წლებში ექიმობდა

ქართული მედიცინის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მგელიკა ლიქოკელი თავის ქალის ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე აკეთებდა, ვინმეს დახმარების გარეშე და ოთხ საათში ამთავრებდა პაციენტის თავის ქალის ტრეპანაციას. „მას ოპერაცია გაუკეთებია მკერდის არეში ძვლის ტუბერკულოზით დაავადებული ქალისთვის, 7 ნეკნი ამოუჭრია და ის სრულიად ჯანმრთელია, აგრეთვე მუცლისა და გულმკერდის არეში ტყვიით დაჭრილი ბევრი განუკურნავს“.

„ახლა ამ მოხუცი ექიმის ქირურგიულ იარაღებს აღარ იკითხავ? ღმერთმანი, როცა მისი უბრალო ჩაქუჩები, მახათები, დანები ვნახე, მეწაღედ უფრო ვიწამე, ვინემ ექიმად. ამ იარაღებით მას თავის ქალის ტრეპანაცია გაუკეთებია.

მგელიკას თურმე არასოდეს უსწავლია. სახელგანთქმულ მამამისს ეხმარებოდა ექიმობაში და შემდეგ თვითონაც ექიმობა ირჩია“, – წერს მწერალი და ჟურნალისტი, ჰელენა ბობინსკა.

ხევსურ ექიმთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასტაქრის, მგელიკა ლიქოკელის შესახებ დაწვრილებითი მონაცემები აქვს გამოქვეყნებული ექიმ გიორგი თედორაძეს თავის წიგნში „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში“. გიორგი თედორაძე ხევსურეთში სამუშაოდ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მიუვლენიათ. მაღალმთიან ხევსურეთში დასტაქრობის ტრადიცია ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. ეს მხარე თითქმის მთელი წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს, ზვავების და უგზოობის გამო.

როცა თედორაძე მგელიკას შეხვდა, ლიქოკელი უკვე 83 წლის იყო და მაშინაც მეტად რთულ ოპერაციებს აკეთებდა. გიორგი თედორაძე გაოცებულა ლიქოკელის ღრმა, თავისებური ცოდნით. მაგალითად, ავადმყოფ ბიძურა არაბულს, თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო მოძრაობის უნარი დაკარგული ჰქონდა, კიდურები დადამბლავებული. გიორგი თედორაძეს იგი თბილისის ნეიროქირურგიულ საავადმყოფოში გაუწერია. რამდენიმე ხნის შემდეგ ავადმყოფს შემთხვევით შეხვედრია და გაკვირვებული დარჩენილა, ასეთი ტრავმის შემდეგ მორჩენილი რომ უნახავს. გამოურკვევია, რომ არაბული თბილისში კი არ წასულა, მისთვის ოპერაცია მგელიკას გაუკეთებია.

მგელიკა ლიქოკელი ოპერაციებს ფოლადისგან და ძვლისგან დამზადებული ხელნაკეთი ინსტრუმენტებით აკეთებდა. ამ ნივთებსაც თავად ამზადებდა და რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც შემორჩა, კორშას მუზეუმშია დაცული.

440 ადამიანი განუკურნავს.

მერე დავინტერესდი და მისი შთამომავლის-შოთა არაბულის ინტერვიუ ვნახე აქ,რომელიც წერს:”-რო­დე­საც თა­ვის ტრე­პა­ნა­ცი­ას ახ­სე­ნე­ბენ, ხალ­ხს წარ­მო­უდ­გე­ნია თით­ქოს მგე­ლი­კა ლი­ქო­კე­ლი თა­ვის ქა­ლას ხდი­და… ეს მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა! დაჭ­რილს სხვა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბო­და და რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი თავს ტრამ­ვის გა­რე­შე იტ­კი­ვებ­და, მას – სხვა­ნა­ი­რი. რო­დე­საც ადა­მი­ან­მა არ იცო­და მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ სტკი­ო­და თავი, ხევ­სუ­რი ექი­მე­ბი იგებ­დნენ, სად იყო და­ზი­ა­ნე­ბის კერა. ცო­მი­ვით მო­ზელ­დნენ თხელ ფე­ნას თავ­ზე გა­და­აკ­რავ­დნენ და სა­დაც და­ზი­ა­ნე­ბის კერა იყო, იქ ამო­ფუვ­დე­ბო­და. იმ ად­გილს მო­ნიშ­ნავ­დნენ და შემ­დეგ მო­ნიშ­ნულ ად­გილს ბურ­ღავ­დნენ. ასე და­ვი­დოდ­ნენ და­ზი­ა­ნე­ბის კე­რამ­დე და მკურ­ნა­ლო­ბას იწყებ­დნენმგე­ლი­კა ლი­ქო­კე­ლი იმი­ტომ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რომ იგი გა­მორ­ჩე­უ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. თან ისე­თი ხელ­სა­წყო­ე­ბი ჰქონ­და, პო­ლო­ნე­ლი მწე­რა­ლი წერ­და, მისი ინ­ტრუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით მე­წა­ღე უფრო მე­გო­ნა, ვიდ­რე ექი­მიო… 1930-იან წლებ­ში ხევ­სუ­რეთ­ში ქი­რურ­გე­ბი გა­მოგ­ზავ­ნეს და მგე­ლი­კას სა­მე­დი­ცი­ნო ოს­ტა­ტო­ბით ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო. აღ­რი­ცხვაც კი ჩა­ა­ტა­რეს, მგე­ლი­კას მხო­ლოდ თა­ვის ქა­ლა­ზე 440 ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი და აქე­დან 98% – წარ­მა­ტე­ბუ­ლად. ხალ­ხი მისი გა­კე­თე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კი­დევ დიდ­ხანს ცო­ცხლობ­და. იგი თა­ვის ჩამ­ტვრე­ულ, დაჭ­რილ ად­გილ­საც ბურ­ღავ­და და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი სან­ტი­მეტ­რის დი­ა­მეტ­რით, ძვალს მო­ფხი­კავ­და, რა­ღაც დო­ნემ­დე და­ვი­დო­და და შემ­დეგ მკურ­ნა­ლო­ბას იწყებ­დაცნო­ბი­ლი, უდი­დე­სი ეზო­თე­რი­კო­სი გი­ორ­გი გურ­ჯი­ე­ვი მგე­ლი­კა ლი­ქო­კე­ლის შე­სა­ხებ თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში წერს. გურ­ჯი­ე­ვი და­იჭ­რა და სამ­კურ­ნა­ლოდ მგე­ლი­კას­თან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს… უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დიდი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით არის მო­ცუ­ლი, ვინ და რა­ტომ დაჭ­რა იგი. ამ დროს თბი­ლის­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქი­რურ­გე­ბი იყ­ვნენ და ის მა­ინ­ცდა­მა­ინც მგე­ლი­კას­თან რა­ტომ ჩა­მო­ვი­და? რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, მგე­ლი­კა დიდ ენერ­გას ფლობ­და და გი­ორ­გი გურ­ჯი­ევ­მა ამას მი­აგ­ნო. ჩემი აზ­რით, მას მგე­ლი­კას ცოდ­ნის წა­ღე­ბა სურ­და…”

ბოლოს, ას წელს მიღწეულ მგელიკას თავადაც დასჭირდა თურმე ოპერაცია და არ გაიკეთა.თა­ვად ამ­ზა­დებ­და წამ­ლებს და ეგო­ნა, რომ იმ წამ­ლე­ბით გა­ნი­კურ­ნე­ბო­და. უკვე ას წელს მიღ­წე­უ­ლი იყო და რომ მიხ­ვდა თა­ვი­სით ოპე­რა­ცი­ას ვე­ღარ გა­ი­კე­თებ­და და წამ­ლე­ბიც ვე­ღარ უშ­ვე­ლი­და, 1935 წელს თავი მო­იკ­ლა.

წყარო: დიდი ქართველები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.