მეი მასკი საკუთარი წიგნის ქართულ ენაზე გამოცემას აპირებს

მეი მასკი საკუთარი წიგნის ქართულ ენაზე გამოცემას აპირებს და ჩვენს ქვეყანაში გამომცემლობას ეძებს.

​„თუ თქვენ  იპოვით საქართველოში გამომცემლობას, რომელიც ჩემს წიგნს გადათარგმნის, გამომცემელს შეუძლია წერილი გამომიგზავნოს მისამართზე: rights@cookeinternational.com”, – წერს სოციალურ ქსელში მეი მასკი.

 წიგნს ჰქვია „ქალი გეგმებს ადგენს“.

საქართველოს მოქალაქეები, რა თქმა უნდა, გამოეხმაურნენ განცხადებას.

მეი მასკი 71 წლისაა. იგი წარმატებული დიეტოლოგია, რომელიც სწორი კვების შესახებ ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კითხულობს. ის აგრეთვე მოდელია და  კომპანია Tesla Motor-ისა და SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის დედა.

„ქალი გეგმებს ადგენს“ მასკის რიგით მესამე წიგნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები