სვანეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი მესტიაში 25-29 ივლისს ჩატარდება

სვანეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი მესტიაში 25-29 ივლისს გაიმართება, ამის შესახე ინფორმაცია ფესტივალის დამფუძნებელმა, კინორეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დიდი ხნის ოცნება ავიხდინე, წელს, პირველად ვატარებთ, სვანეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალს, 25-29 ივლისს, მესტიაში.

Covid -19 გამო ,ფესტივალის ფორმატის შეცვლა მოგვიწია, მაგრამ, მთავარია, რომ წელს, პირველად ჩაეყრება საფუძველი კინოფესტივალს სვანეთში და ყოველწლიურად ჩატარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სვანეთის რეგიონისთვის და საქართველოსთვის.

წელს, კინოფესტივალს, პანდემიიდან გამომდინარე, მხოლოდ ქართველი კინემატოგრაფისტები დაესწრებიან, ხოლო, უცხოელები ონლაინ მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალი ყოველ წელს უფრო მაშტაბურ სახეს მიიღებს.“ – დაწერა მარიამ ხაჭვანმა.

ფესტივალზე მხოლოდ 2018-2020 წლის ფილმები განიხილება,.

დეტალურ ინფორმაცია მალე გამოქვეყნდება ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.