კორეელმა ბლოგერმა საქართველოს შესახებ წიგნი გამოსცა 

3 ივლისს საქართველოს ელჩმა კორეის რესპუბლიკაში, ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრა გამართა ცნობილ კორეელ ბლოგერთან, კვონ ჰო-იანგთან, რომელიც გასულ წელს იმყოფებოდა საქართველოში და გამოსცა გზამკვლევი მისი მოგზაურობის შესახებ.

წიგნში ქართული სტუმართმოყვარეობის და კულინარიული ტრადიციების გარდა, აღწერილია თბილისის, ყაზბეგის, სიღნაღის და მესტიის ისტორიული და ტურისტული ობიექტები.

კორეელი ბლოგერი მომავალშიც გეგმავს საქართველოში მოგზაურობას და გზამკვლევის მეორე ნაწილის გამოცემას. აგრეთვე, განიხილება საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების გამართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.