2 ივლისი აფხაზეთში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღეა

​1993 წლის 2 ივლისს, დილის 5:00 საათზე, აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგე ძალებმა, რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. გამთენიისას, პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი მოწინააღმდეგეთა ფორმირება გააქტიურდა. ჩქირდიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილზე ჩრდილოეთიდან იერიში მიიტანა.

შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც, 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს „შავნაბადას“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, ქართულმა მხარემ 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს და პოზიციები შეინარჩუნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.