საქართველოს მოქალაქეები ავსტრიაში შესვლას 30 სექტემბრამდე ვერ შეძლებენ 

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მესამე ქვეყნების მოქალაქეების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლა ნებადართულია მესამე ქვეყნის მხოლოდ იმ მოქალაქეთათვის, რომლებსაც ავსტრიაში ბინადრობის უფლება აქვთ. მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ კოვიდ-ტესტი (PCR Test), რომელიც გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს 4 დღისა ან დაექვემდებარონ 14-დღიან თვითიზოლაციას.

გამონაკლისის სახით დაიშვებიან ტრანზიტული მგზავრები, რომლებმაც თან უნდა იქონიონ დანიშნულების ქვეყანაში გასამგზავრებელი საჭირო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრებს უწევთ ტრანზიტული ზონის დატოვება, მათ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარადგინონ კოვიდ ტესტი (PCR Test).

აგრეთვე, ნებადართულია ბიზნესმენების, ხელოვანებისა და სპორტსმენების ვიზიტები პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რაც ასევე დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.

მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, აგრეთვე, შესაძლებელია ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტაციით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები