საქართველოს ელჩი გერმანიაში ჰანოვერის ქართულ დიასპორას შეხვდება

10 ივლისს, 15 საათზე გერმანიის ქალაქ ჰანოვერში გაიმართება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.

არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა შეზღუდულია.

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მიღებული სარეგისტრაციო განცხადებების რიგითობის მიხედვით. რეგისტრაციის გავლა ელექტრონული პლატფორმის გამოყენებითაა შესაძლებელი.

შეხვედრის ადგილი: Freizeitheim Lister Turm, 1 სართული, Walderstraße 100, 30177 Hannover

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.