ემიგრანტების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები დაინიშნება

“მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები, ” – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაევალა ორშაბათისთვის რეისების განრიგის შექმნა, რომლებზეც ბილეთები მისაღებ ფასად გაიყიდება.

„ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის რაღაც კატასტროფული ფასები, რომლებზეც ჩვენ ყველას გვსმენია. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო დავალება, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ. ეს უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და პირველ რიგში უნდა იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე, ემიგრანტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან გამოსაყვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.