30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, რიგით მე-10 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ორგანიზებით, 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, რიგით მე-10 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფორუმი წელს  ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მასში მონაწილეობას უცხოელი გამომცემლები და ლიტერატურული აგენტები მიიღებენ.

ფორუმის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის: ქართული საგამომცემლო სექტორის წარდგენა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ქართველი და უცხოელი გამომცემლების დაკავშირება; უცხოელი გამომცემლებისა და ექსპერტების მიერ საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურის მიღწევების, პერსპექტივებისა და გამოწვევების მიმოხილვა; საბავშვო ლიტერატურის პრეზენტაცია ქართველი ილუსტრატორებისა და უცხოელი კურატორების ჩართულობით; მწერალთა სახლის სტრატეგიისა და სახელმწიფო სუბსიდიების პროგრამის წარდგენა; ლიტერატურულ-კულინარიული მასტერკლასები და სხვა.

ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის მთავარი მიზანი ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, მისი თარგმნის პროცესის ხელშეწყობა და ამ გზით ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებაა.

2011-2019 წლებში ფორუმმა სხვადასხვა ქვეყნიდან საგამომცემლო სფეროს 140-ზე მეტ უცხოელ წარმომადგენელს უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.