საქართველოში შემოსული მოქალაქეებისთვის კარანტინი ისევ ძალაში რჩება
კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შემოსული მოქალაქეებისთვის კარანტინი ისევ ძალაში რჩება.
ქვეყანაში შემოსულ ყველა ადამიანს კვლავ მოუწევს ორკვირიანი კარანტინის გავლა, ხოლო ზოგიერთი მათგანი თვითიზოლაციაში გადავა.
„ჯერჯერობით ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი რჩება. ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი რჩება ყველა შემოსული ადამიანისთვის. შესაძლებელია, იყოს გარკვეული გამონაკლისი თვითიზოლაციისა, როდესაც ვთქვათ არის ოჯახი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ემორჩილება, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს და სიფრთხილე გვმართებს, რადგან მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულია.