ახალი ამბები დიასპორები სლაიდერი ყველა სიახლე

ინფორმაცია საბერძნეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში, 2020 წლის 5 ივლისიდან, მოქალაქეთა მიღება იწარმოებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID19) გავრცელებასთან დაკავშირებით დადგენილი რეგულაციების მიხედვით – განცხადებას ავრცელებს საქართველოს საელჩო საბერძნეთში.

საკონსულოში მოქალაქეთა მიღება წარმოებს ვებ-გვერდზე www.geoconsul.gov.ge ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში, ორშაბათიდან – ხუთშაბათის ჩათვლით, 09:00 საათიდან – 13:00 საათამდე.

დადგენილი რეგულაციით, ერთი მოქალაქის მომსახურებაზე 20 წუთის ნაცვლად უნდა გამოიყოს 40 წუთი, რათა არ მოხდეს მოქალაქეთა ერთდროული თავმოყრა. ვინაიდან აღნიშნული რეგულაცია გამოიწვევდა ვიზიტორ მოქალაქეთა რაოდენობის მეოთხედამდე შემცირებას, საბერძნეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, საკონსულო სამსახურში შეიქმნა ისეთი პირობები, რომ შესაძლებელია 40 წუთში ოთხი მოქალაქის მიღება, შესაბამისად საკონსულო სამსახური აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.

მოქალაქეთა თავშეყრის მაქსიმალურად აცილების, ასევე მომსახურების გაუმჯობესებისა და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოცემულ პერიოდში მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ ცნობის აღება, შეუძლიათ ისარგებლონ საფოსტო (საკურიერო) გზავნილისა ან პირადად საბუთების ჩაბარების გზით ( “www.geoconsul.gov.ge” ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის გარეშე). ცნობის მისაღებად საჭირო წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.geoconsul.gov.ge. საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში შესაძლებელია ცნობის აღება.

აქვე გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით:

1) დამონტაჟდა ფიზიკური ბარიერები, კერძოდ გამჭვირვალე პლასტმასის შირმები;

2) ყოველდღიურად, სამუშაოს დაწყების წინ ხორციელდება, როგორც პერსონალის, ასევე, ვიზიტორთა თერმოსკრინინგი;

3) ყოველი მოქალაქის ვიზიტის შემდეგ, ხდება სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკონსულოში ვიზიტისას საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები:

მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს თანმხლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);

მოქალაქეს ეკრძალება საკონსულო სამსახურში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, საერთო სისუსტე, ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.) ან იყო მჭიდრო კონტაქტში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან;

მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანი);

მოქალაქე ვალდებულია საკონსულო სამსახურში შესვლისთანავე გამოიყენოს მისაღებში განთავსებული სადეზინფექციო საშუალება;

მოქალაქე ასევე ვალდებულია დაიცვას სოციალური დისტანცია და მოერიდოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს;

მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს: + 30 210 74 89 18

სხვა სიახლეები

ესპანელებისთვის აივნიდან ამღერებული ქართველი სოპრანო

Editor

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 21%-ით გაიზარდა

Editor

AEIF-ის კონკურსში საქართველოს გუნდმა გაიმარჯვა

Editor

“გთხოვთ, გაისარჯოთ და მოიძიოთ ემიგრანტები, ვინც დახმარებას საჭიროებს” – ქართველი ემიგრანტის მიმართვა

Editor

პროექტი ‘’One Day CEO’’

Editor

“მაინტერესებს, რატომ არ აქვს ამერიკაში იებს სუნი?…”

Editor