„წერილები გზიდან“- რა ეტაპების გავლა უწევთ ემიგრანტებს კონკურსში და როდის გამოვლინდებიან გამარჯვებულები

რა ეტაპზეა ჩანახატების კონკურსი „წერილები გზიდან“, ვინ შეარჩევს მონაწილეებს და როდის გამოვლინდებიან გამარჯვებულები? კონკურსზე ვიდეობლოგში ,,მედიატორი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი საუბრობს.

მედიაპორტალი პროექტს “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ახორციელებს. ჩანახატების კონკურსი  ყოველ ორ თვეში ერთხელ ახალ გამარჯვებულს გამოავლენს. პირველი თემა კი : “ჩემი ეზოა.“

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ ემიგრანტებს ნებისმიერი ქვეყნიდან.  მკითხველებთან ერთად მათ შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა 6 ივლისია, კონკურსის 2 გამარჯვებული კი,  13 ივლისს გამოვლინდება. გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ გადაეცემათ ბინის მშენებლობის 10 000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი. ასევე, დაწესებულია მკითხველის სიმპათიის პრიზი. გამარჯვებულ ავტორებს წიგნებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა დაასაჩუქრებს.

,,მოხარულები ვართ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა ამ პროექტის თანამონაწილე და მხარდამჭერია. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ჩვენი ემიგრანტების მხარდაჭერა. იმ ადამიანების, ვინც მოწყვეტილები არიან საკუთარ სამშობლოსა და ოჯახს სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ივიწყენებ საქართველოს. ეს ინიციატივა და წამოწყება ძალიან მნიშვნელოვანია. ის გამოხმაურება, რაც ამ კონკურსმა უკვე ჰპოვა, იმის მანიშნებელია, რომ სწორი გზით მივდივართ და უნდა გავაგრძელოთ სვლა. ეს ერთ-ერთი პროექტია ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წინ კიდევ არაერთი აქტივობა დაიგეგმება. ,,ქართული კვირა“ ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მას შეუძლია ბევრი კარგი და სწორი აქტივობა დაგეგმოს და განახორციელოს. ეროვნული ბიბლიოთეკა კი, თავის რესურსებს მაქსიმალურად გამოიყენებს, რომ მხარი დაუჭიროს და ჩაერთოს ყველა მათგანში“, – ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ საუბრისას მირიან ხოსიტაშვილი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები