ფრანგულ-გერმანული ტელევიზიის ეთერში დუდანა მაზმანიშვილის ლაივკონცერტი გაიმართა 

გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტის, დუდანა მაზმანიშვილის ონლაინკონცერტი  პრესტიჟული ფრანგულ-გერმანული სატელევიზიო არხის, ARTE – The European Culture Channel- ის პირდაპირ ეთერში გაიმართა. 

დანიელ ჰოპმა და დუდანა მაზმანიშვილმა ბერლინის “მონოპოლში” ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს. მაყურებლისთვის არამარტო ქართული კლასიკური მუსიკის საშემსრულებლო სკოლის, არამედ ქართულ-ევროპული კულტურული სინერგიის უმაღლესი ნიმუშის პრეზენტაცია გაიმართა.

კონცერტი განხორციელდა არხის პოპულარული გადაცემების ფარგლებში, და მას უძღვება მსოფლიოში ცნობილი ვარსკლავი Daniel Hope, მუსიკოსი და პუბლიცისტი, რომელიც მოგზაურობს სხვადასხვა ქალაქებში და მასპინძლობს გამორჩეულ მუსიკოსებს. ქ. ბერლინში მისი ყურადღება ვირტუოზ პიანისტზე დუდანა მაზმანიშვილზე შეჩერდა, რომელიც კარგადაა ცნობილი როგორც ამერიკაში, ასევე ევროპის ბევრ ქვეყანაში. 

გადაცემა-კონცერტი ARTE-ს ეთერში https://www.facebook.com/watch/live/?v=271142637647620&ref=watch_permalink

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები