კრეატიული იდეები ყველაზე ორიგინალური საბავშვო ოთახების მოსაწყობად 

მულტიფუნქციურობა – ალბათ, ესაა ყველაზე მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მშობლების უმრავლესობა საბავშვო ოთახს უყენებს. ის ერთდროულად უნდა იყოს გათვლილი ძილისთვის, მეცადინეობისა და თამაშისათვის, შეითავსოს ბავშვების ნივთების სათავსოს ფუნქცია და მეტიც, ერთდროულად რამდენიმე პატარასთვის იყოს განკუთვნილი. დაგვეთანხმებით, ერთი ოთახისათვის წარმოუდგენლად ბევრია, მით უფრო, როცა ეს ოთახი, როგორც წესი, ზომაში ძალიან ჩამორჩება სხვა ოთახებს. 

შესაბამისად, ყველაზე მეტად სწორედ ბავშვის ოთახს სჭირდება სივრცისა და ფუნქციის სწორი განსაზღვრა, დაგეგმვა და ბავშვისა და მშობლის საჭიროებებზე მორგება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მულტიფუნქციური სივრცე ხან პრინცესული უნდა იყოს, ხანაც სუპერმენული

ბავშვის ოთახის დაპროექტება ძალიან რთული პროცესია. დაწყებული იატაკის საფარით და ფარდებით დამთავრებული, მზრუნველი მშობლები ყველა დეტალს ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. მიუხედავად ამისა, ძალიან ადვილია, დაუშვათ შეცდომები. 

მთავარი, რაც სულ უნდა გახსოვდეთ, უსაფრთხოებაა.

უსაფრთხო, მარტივი, ლამაზი და რაც მთავარია, კომფორტული ოთახის შესაქმნელად იდეებს დიზაინერები გვიზიარებენ. 

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.