ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა 1-ლი ივლისიდან შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებისათვის
შენგენის ქვეყნებში შესვლა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის 1-ლი ივლისიდან იქნება ნებადართული. ევროპაში შესვლა 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა 1-ლი ივლისიდან შესაძლებელია საქართველოს, ავსტრალიის, ალჟირის, კანადის, მაროკოს, ახალი ზელანდიის, რუანდის, სერბეთის, ტაილანდის, ტუნისის, ურუგვაის, ჩერნოგორიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მოქალაქეებისათვის.
ამასთან, ევროკავშირის განცხადებით, ქვეყნების ჩამონათვალი ყოველ ორ კვირაში შესაძლოა შეიცვალოს.