ინფორმაცია 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით

მგზავრების საყურადღებოდ, ვისაც ბილეთები შეძენილი ჰქონდა ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა მორიგი ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულია და ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:

3 ივლისი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);

აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

მორიგი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის.

ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA ავრცელბს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები