ახალი ამბები დიასპორები დღის ვიდეო

27 ივნისს დუდანა მაზმანიშვილის ონლაინკონცერტი გაიმართება 

გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტის, დუდანა მაზმანიშვილის ონლაინკონცერტი შაბათს, 27 ივნისს, ათენის დროით 19:00 საათზე.  გადაცემის ორგანიზატორია ცნობილი ფრანგულ-გერმანული სატელევიზიო არხი ARTE – The European Culture Channel. ინფორმაციას ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“ ავრცელებს. 

“მოვუწოდებთ საბერძნეთის ქართველობას, თავიანთ ქართველ, ბერძენ და უცხოელ მეგობრებს გაუზიარონ ინფორმაცია ონლაინ-კონცერტის შესახებ. გულითადად გეპატიჟებით დღეს საღამოს, რათა ჩვენს დიდ ეკრანზე, ერთად ვისიამოვნოთ ჩვენი ნიჭიერი თანამემამულის ვირტუოზული ხელოვნებით”- წერია ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

მისამართი: პატიოსიონის ქ. 81 (იგივე 28 ოქტომბრის ქუჩა), 1 სართული (ვიქტორიას მოედანი). ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“.

ვირტუოზი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი კარგადაა ცნობილი როგორც ამერიკაში, ასევე ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთშიც. ბოლო სამი წლის განმავლობაში მან სოლო კონცერტები და ახალი CD-ის პრეზენტაცია გამართა ქ. ათენში, რომლებსაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ბევრი მუსიკის მოყვარული ბერძენი და უცხოელი მეგობარი დაესწრო.

ARTE Channel არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კულტურული პროგრამების სატელევიზიო არხი. თავად კონცერტი განხორციელდება ამ არხის პოპულარული გადაცემების ფარგლებში, და მას უძღვება მსოფლიოში ცნობილი ვარსკლავი Daniel Hope, მუსიკოსი და პუბლიცისტი, რომელიც მოგზაურობს სხვადასხვა ქალაქებში და მასპინძლობს გამორჩეულ მუსიკოსებს. ქ. ბერლინში მისი ყურადღება დუდანა მაზმანიშვილზე შეჩერდა.

დღევანდელი გადაცემა-კონცერტი ბერლინიდან წარიმართება ინტერაქტიულ ფორმატში, სადაც არაერთხელ გაიჟღერებს საქართველოსა და მისი მუსიკალური კულტურის თემა.
დუდანა მაზმანიშვილი შეასრულებს მოცარტის, ბახისა და რახმანინოვის ცნობილ თხზულებებს, მაგრამ ასევე, ქართველ კომპოზიტორთა, სულხან ცინცაძის, რევაზ ლაღიძისა და გია ყანჩელის საფორტეპიანო შედევრებს.

შეგახსენებთ, კონცერტი ბერლინში 18 საათზე (თბილისის დროით 20 საათზე) დაიწყება.

კონცერტიდან პირდაპირი ჩართვის სანახავად, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება, მიჰყევით ბმულს  https://www.arte.tv/en/videos/098290-005-A/hope-home-on-tour-episode-17/?fbclid=IwAR0bPoI-Bz_CNLqBrAGfFeKmmFifREMGOQKB7jxirMByCuOLKfgoXcwLEDc

სხვა სიახლეები

“დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ფოტოკოლაჟი ბორჯომიდან

Editor

,,ქართულ-ბერძნული ურთიერთობის ათასწლეულები”- ფილმის პრეზენტაცია

Editor

ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

Editor

რაფაელ ნადალმა ქართველ გულშემატკივარს საჩუქარი გაუკეთა

Editor

9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალის იტალიური კარანტინის 21- ე დღე

Editor

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

Editor