“ქართველი კლასიკოსი საბავშვო მწერლის, არჩილ სულაკაურის წიგნი, როგორც იქნა, გერმანულადაც გამოიცა”
გერმანიის წამყვან გაზეთში Frankfurter Allgemeine Zeitung არჩილ სულაკაურის ახლად გამოცემულ წიგნს “სალამურას თავგადასავალი” ვრცელი სტატია მიეძღვნა სათაურით – “დასასრულს კიდევ მზის ამოსვლა გველოდება – რევოლუცია და სიყვარული “სალამურას თავგადასავალი” – ქართველი კლასიკოსი საბავშვო მწერლის, არჩილ სულაკაურის წიგნი როგორც იქნა გერმანულადაც გამოიცა.”
“სალამურას თავგადასავალი” მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამომცემლობის Handrick Verlag -ის მიერ გამოიცა. წიგნი გერმანულად თარგმნეს შტეფან ოტომ და ვოლფგანგ ციპელმა, ილუსტრაციები კი ია გიგოლაშვილს ეკუთვნის.