“ტარანტოს ქართველების თანადგომა და ერთსულოვნება გაჭირვების ჟამს” – წერილი 

ქართული სოლიდარობის განცდასა და იმაზე, როგორ შეუძლია მთელ ერს “ჭირსა შიგან გამაგრება”, ბევრი თქმულა და დაწერილა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, ადამიანების დიდი ნაწილი უკანასკნელ ლარებს ხარჯავს ქველმოქმედებაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებიც არა მხოლოდ ფინანსურად ეხმარებიან ოჯახებს, არამედ მორალურ მხარდაჭერასაც უცხადებენ და სამკურნალოდ უცხოეთში ჩასული ქართველების ნამდვილ ქომაგებად იქცევიან. ნარგიზა ფაჩულიას ისტორიაც სწორედ ამგვარი თანადგომის მაგალითს წარმოადგენს: 

“მოგესალმებით, ჩემო ქართველებო… მოგესალმებით, ჩემო ემიგრანტებო.

დიდი ხანია, ვფიქრობ, დავწერო თუ არა საჯაროდ ,მაგრამ რომ არ დავწერო, ეს ჩემი მხრიდან დაუნახავობა იქნება და უმადურობა.

მინდა გაგაცნოთ ტარანტოს ქართველების თანადგომა და ერთსულოვნება გაჭირვების ჟამს. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი დაიკო გახდა შეუძლოდ და ამ კარანტინის პერიოდში მოხვდა საავადმყოფოში 17 დღე იწვა და ამ 17 დღის განმავლობაში ტარანტოს ქართველობას ნაცნობი თუ უცნობი მიდიოდნენ და დახმარების ხელს უწვდიდნენ.დახმარება იყო მატერიალურიც და სულიერიც. ყველანაირად ამოუდგნენ გვერდში და არ გვაგრძნობინეს მარტობაა, აქედან გამოვყოფ ერთერთს, სრულიად უცნობს და უცხოს ჩვენთვის, თამარ თოფჩიშვილს! რომელსაც მიყვანის დღიდან ექიმებთან კონტაქტი და გამოწერის მერე, ექიმთან გაყოლვა და დახმარება გაუწია ჩემს დაიკოს უანგაროდ!. თამარის ბევრი წვალება გადახდა თავს, ამ წვალებით გაუკეთა ახლიდან ცნობა და როგორი ნერვიულობის ფასად მოათავსა ონკოლოგიურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა კვლევა და გაუკეთდა ქიმია. მადლობას ვუხდი საქვეყნოდ ამ დიდსულოვან ქალბატონს, თამარ თოფჩიშვილს! თამარი რომ არა, არ ვიცი, რა გვეშველებოდა, რადგან ერთი თვე მოვუნდით კოდის მოსვლას და ავადმყოფი მძიმდებოდა.

არ შემიძლია, მადლობა არ გადაუხადო ქალბატონ ნატალია კვარაცხელიას (მიუხედავად იმისა, რომ მითხრა, ამას მე გულით ვაკეთებ და დასაწერად და სამარიაჟოდ არაო და არსად დაწერო, თორემ მეწყინებაო) მიუხედავად ამისა, მე ვიქნები უმადური და დაუნახავი რომ ერთი თვე, სადაც თვითონ მუშაობდა ჩუმად მიიყვანა იმ ოჯახში და შვილივით უვლიდა გაძლიერებულ კვებაზე ჰყავდა გადაყვანილი. საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო ქ.ბ. ნატო კვარაცხელიას, ასევე ბატონ ტარიელ მაჭარაშვილს, რომელიც საკუთარი მძღოლივით ემსახურებოდა. ასევე საქართველოს საკონსულოს რომში, მადლობა მათ ასეთი თანადგომისთვის. აქ ძალიან ბევრნი არიან,  რომლებიც გვერდში ედგნენ ფინანსურად და მორალურად, მაგრამ ყველას ვერ ჩამოვთვლი, რადგან მეშინია არ გამომრჩეს ვინმე.უფალმა დაგლოცოთ კეთილო ადამიანებო, ჩემს დაიკოს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და უფლის წყალობას! მადლობა ტარანტოს ქართველობას! უფალმა არ გამოგილიოთ სიკეთის კეთების ძალა!..,”- წერს ნარგიზა ფაჩულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები