„დიანა ბაგრატიონის“ ფონდის ინიციატივით, აშშ-ში ეთნიკური ერთიანობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქცია გაიმართა
დიანა ბაგრატიონი, ერთადერთი ქართველი ქალბატონია, რომელიც ნიუ-იორკის მერიაში მუშაობს, კერძოდ -კულტურის განყოფილებაში.
გარდა ამისა,იგი უკვე ათეულობით წელია, „დიანა ბაგრატიონი“-ს საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს. ფონდს აქვს საკუთარი განყოფილება იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც აქტიურად ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს. ბაგრატიონის ფონდი ასევე აქტიურად დაეხმარა იტალიაში კორონავირუსიის პანდემიის დროს დარჩენილ ქართველებს.
მუშაობს რა ნიუ-იორკის მერიის კულტურის განყოფილებაში, დიანა ბაგრატიონი, პროდიუსერულ საქმიანობასაც აქტიურად ეწევა, მის მეუღლესთან ერთად და არის არაერთი ცნობილი მომღერლის პროდიუსერი და საქველმოქმედო საღამოების ორგანიზატორი.
ამჯერად, ამერიკაში,რასიზმის წინააღმდეგ ცნობილი მოვლენების და საპროტესტო გამოსვლების ფონზე, დიანა ბაგრატიონის ფონდის ინიციატივით გაიმართა მასშტაბური საქველმოქმედო აქცია, რომელიც სხვადასხვა კულტურისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების დახმარებას ისახავდა მიზნად.
ნიუ-იორკის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით,დიანა ბაგრატიონის ფონდის ინიციატივით და „ბრუკლინ ბოროს“ პრეზიდენტ, ერიკ ადამსის, მხარდაჭერითა და თანამშრომლობით გამართული საქველმოქმედო აქცია შემდეგი სიტყვებით დაიწყო:
„ მოხარული ვართ, გადმოგცეთ, საჭმელი- ნიღბები და სხვა პირველადი მოხმარების საგნები.ჩვენ ასევე შევიკრიბეთ აქ, რათა გავაჟღეროთ მესიჯი, რომ ყველა კულტურა უნდა იყოს ერთიანი, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, არ გვძულდეს ერთმანეთი, არამედ, ვიყოთ მეგობრები და რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთის მოკვლა და განადგურება” – აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში დიანა ბაგრატიონმა.
ხოლო ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის, პაკისტანელმა ხელმძღვანელმა ქალბატონმა კი განაცხადა,- „ მე აქ მოვედი, რათა მეჩვენებინა ჩემი სოლიდარობა, სხვადასხვა კულტურის ადამიანების მიმართ. ასე რომ, ჩვენ აქ ძალიან ძლიერმა მესიჯმა გაგვაერთიანა. ჩვენ ვართ აქ იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკაში, სადაც ყველგან ერთნაირი სამუშაო პირობებია. სადაც არავინ არავისზე მეტი არ არის, არა აქვს მნიშვნელობა, საიდან ხარ, პაკისტანიდან თუ სხვა ქვეყნიდან, რომელ კულტურას, რომელ რელიგიას ეკუთვნი, იმიტომ, რომ ეს ამერიკაა“,-თქვა პაკისტანელმა ქალბატონმა.
“მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, რომ ამ ადამიანებს მოუტანეს კორონავირუსთან საბრძოლველად ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ატრიბუტი – ნიღბები და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტი. ასევე ნიუ-იორკის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკონსულტაციო საბჭოს და „ბრუკლინ ბორის“ პრეზიდენტ ერიკ ადამსს“, -აღნიშნა დიანა ბაგრატიონმა.
მოამზადა რუსა გვაზავამ