იტალიელი მუსიკოსების ინტერპრეტაციით შესრულებული გია ყანჩელის “ნინა ნანა ანასთვის” CONTINUO Records– ში  გამოვა

იტალიელი პიანისტის ალესანდრო სტელას და მაურო კონტის (ფლეიტა) ინტერპრეტაციით შესრულებული გია ყანჩელის ” ნინა ნანა ანასთვის” ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის, CONTINUO Records– ში დღეს გამოვა. გია ყანჩელის “ნინა ნანას” პირველი მსოფლიო ჩანაწერის სინგლის ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია. 

ორი წლის წინ, ალესანდრო სტელაზე, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა გია ყანჩელის ამ ნაწარმოებმა, რომელიც მის თავდაპირველ ვერსიაში ფლეიტისა და სიმებიანი კვარტეტისთვის იყო განკუთვნილი. ალესანდრომ მაესტროსთან გამოთქვა სურვილი, რომ დაეკრა პიანინოზე და ჩაეწერა ეს შესანიშნავი ნაწარმოები, მის უდიდეს მეგობართან, ფლეიტისტ მაურო კონტისთან ერთად, რომელთანაც მეგობრობისა და სასცენო თანამშრომლობის ოცი წელი აკავშირებს. რამდენიმე კვირის შემდეგ, მაესტრო ყანჩელმა ორ მუსიკოსს პატივი მიაგო თავისი ნაწარმოების ახალი ვერსიით, ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის.

” მოხარულები ვართ, რომ ალესანდროსთან თანამშრომლობით არაერთი კონცერტის თუ ღონისძიების ორგანიზება შევძელით, რათა პატივი მიგვეგო და იტალიელი მსმენელისთვის გაგვეცნო ჩვენი საამაყო და უსაყვარლესი ქართველი კომპოზიტორის შეუდარებელი შემოქმედება. ამ სინგლის გამოქვეყნებაც მისი და ContempoArs– ის აღმასრულებელი დირექტორის, მასიმო გალის ხსოვნას ეძღვნება. ორივე მათგანმა 2019 წელს დაგვტოვა. მადლობას ვუხდით ალესანდროს, იმ ფასდაუდებელი სიყვარულისა და პროფეზიონალიზმისთვის, რომლითაც გია ყანჩელის მუსიკა იტალიელ მსმენელამდე მიაქვს. წარმატებები ალესანდრო! ” – წერს იტალიაში საქართველოს საელჩო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.