3 ქალაქის მიმართულებით 10 დამატებითი ჩარტერული რეისი დაინიშნა 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი ამსტერდამის, ვენისა და თელ-ავივის მიმართულებით მორიგ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.

მათი ცნობით, სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

  • 4 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
  • 6 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
  • 11 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
  • 18 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
  • 20 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
  • 25 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
  • 27 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი

ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:

  • 5 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი
  • 12 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი

თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისი შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • 2 ივლისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი

“ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიენიჭა. დამატებითი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.