თელავის ისტორიული მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა

თელავის ისტორიული მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა!მუზეუმმა ყველა სტანდარტის დაცვით უმასპინძლა პირველ ვიზიტორებს.

შეგახსენებთ ,რომ პირველ ეტაპზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს მხოლოდ მეფის სასახლე – მემორიალი.

თელავში მუზეუმის დაფუძნებას საფუძველი ჩაეყარა მე-20 საუკუნის 20 იანი წლებიდან, როცა მხარეთმცოდნეობის საზოგადოებისა და ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენელთა ინიციატივით პირველი კოლექცია შეგროვდა. მუზეუმი ( სახელწოდებით ,,თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი”) ოფიციალურად გაიხსნა 1927 წლის 7 ნოემბერს და მის მიზანს წარმოადგენდა თელავისა და ზოგადად, კახეთის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშთა კოლექციების შეგროვება, დაცვა, ექსპონირება და მაშინდელი და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები