მარიამ ფირცხალავა და ლევან ხელაშვილი ICHEP-2020- ის მონაწილეები იქნებიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები მარიამ ფირცხალავა და ლევან ხელაშვილი, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელშეწყობით, რიგით მე-40 საერთაშორისო კონფერენციაში – ICHEP-2020 მონაწილეობას მიიღებენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრი, ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებთან ერთად, საერთაშორსო პროექტებსა და ექპერიმენტებში მონაწილეობს.

“წლების განმავლობაში ცენტრმა 15 მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა კემბრიჯის, სტენფორდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები, ჰოლანდიის სუბატომური ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი, ცერნის ATLAS-ის ექსპერიმენტი, სტენფორდის ეროვნული ამაჩქარებლის ლაბორატორია.”- აღნიშნა დავით გურგენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები