უნიკალური, უძველესი სახლები რაჭის სოფელ გოგოლათიდან (ფოტოგალერეა)
რაჭაში სანახავი ნამდვილად ბევრია – უხვი და დიდებული მორთულობებით შემკული ტაძრები, საინტერესო ფრესკები, ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმიან რაჭის ულამაზეს ბუნებას. სუფთა ჰაერი, სიმწვანეში ჩაფლული ჩანჩქერები, კლდეებში კრისტალივით ჩაბნეული ალპური ტბები, მყინვარები და აყვავებული მდელოები კი ნამდვილ სამოთხეს ქმნიან. თუმცა, ამ მხარის კიდევ ერთი ღირსება ათეული წლების წინ ხისგან აგებული უნიკალური სახლებია, რომლებიც ყველაზე კარგად ყვებიან რაჭულ ისტორიას და კიდევ ერთ საბაბს აძლევენ მნახველს, რატომ უნდა იყოს “რაჭა ჩვენი სიყვარული” .