10 რჩევა ულამაზესი ინტერიერის შესაქმნელად 

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სტილის საუცხოო შეგრძნება აქვთ, რომლებმაც ზუსტად იციან, რა ფერში შეღებავენ კედლებს, როგორ ავეჯსა და ფარდებს შეარჩევენ და როგორ გაანაწილებენ მათ ოთახში. ასეთი ადამიანებისათვის რემონტი სულაც არაა დამღლელი საქმე, მიღებული ინტერიერი კი თვითგამოხატვის შესანიშნავ საშუალებად იქცევა. 

თუმცა, მეორე ნაწილისათვის, რემონტი ნამდვილი განაჩენია. ბევრს ან არაფერი მოსწონს, ან იმდენად ბევრი რამ, რომ არჩევანის გაკეთება თითქმის შეუძლებელია.

თუკი თქვენს თავს მეორე კატეგორიაში მოიაზრებთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, რომ რემონტი სასიამოვნო პროცესად აქციოთ და შედეგით ყველა გააოცოთ.  

1. შეცვალეთ ხედვები – ეს ვარდისფერი სავენტილაციო მილი სახლის მეპატრონისათვის დიდი თავსატეხი და “მოუშორებელი ჭირი” იყო მანამ, სანამ იგი ინტერიერის ნაწილად არ აქცია. ნუ ეცდებით, დამალოთ ყველაფერი, თამადად დაიტოვეთ ოთახში არქიტექტურული დეტალები.

2. ყველაფერი შეიძლება აბსურდულად ჟღერდეს მანამ, სანამ მას რეალობად აქცევთ – ნუ შეგეშინდებათ თამამი ნაბიჯების, გენიალური ინტერიერი ყოველთვის  გაბედული ექსპერიმენტის შედეგია.

3.  შეურიეთ ძველი და ახალი დეკორი – ეს ის სტილია, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის და ლამაზთან ერთად, ძალიან მყუდრო და კომფორტულია.

4. დატოვეთ ცარიელი სივრცეები – რაც უნდა მცირე ფართი გქონდეთ სახლში, ეცადეთ, ერთი კუთხე შედარებით თავისუფალი იყოს. ყველაზე მძიმე დღეებში ის განტვირთვის ადგილად გექცევათ. 

5. შეარჩიეთ სწორი სანათები – ყურადღება უნდა მიექცეს სანათის დანიშნულებას. თუკი ოთახი ცენტრალური განათებით ანუ ჭაღით გაქვთ, უპირატესობა ტორშერებს უნდა მიანიჭოთ.

6. განაახლეთ ელექტროჩამრთველები – ამ მცირე დეტალს შეუძლია, თქვენს ინტერიერს ყველაზე გამორჩეული ელფერი შემატოს.

7. ენდეთ ინტუიციას – სახლი ის ადგილია, რომელიც ყველაზე მეტად უნდა შეესაბამებოდეს თქვენს სულიერ სამყაროსა და ხასიათს, ასე რომ, მოუსმინეთ შინაგან ხმას.

8. თეთრი სამზარეულო კლასიკაა – არსებობს რაღაცები, რაც მოდიდან არასდროს გადავა, მაგალითად,   თეთრი სამზარეულო

9. იყავით კრეატიულები – ნუ შეიზღუდავთ თავს ჩარჩოებით, ასიმეტრია ინტერიერში მომავალი წლების ტრენდი იქნება .

10. და რაც მთავარია, იმხიარულეთ – იმაზე ფიქრმა, რომ თქვენი ინტერიერი საუცხოო უნდა გამოვიდეს, შეიძლება ზედმეტად დაგთრგუნოთ და პროცესისაგან სიამოვნების მიღების საშუალება არ მოგცეთ, არადა, ხომ გახსოვთ, რომ “ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში”

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.