სათვისტომო ,,კოლხეთმა“ ნაპოლში ემიგრანტებთან უფასო იურიდიული კონსულტაციები გამართა

21 ივნისს ნეაპოლში, ქართველთა სათვისტომო ,,კოლხეთის“ და სოციალური ხელშეწყობის ასოციაცია ,,ნინა და საქართველოს“ ინიციატივით, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ,,სანატორია 2020″-თან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. ქართველ თანამემამულეებს რომის ადვოკატთა ფორუმის წევრმა ბექა თავართქილაძემ,  უსასყიდლო იურიდიული კონსულტაცია  ჩაუტარა.

ქართველთა სათვისტომო  ,,კოლხეთი“ იტალიის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირების მიმართულებით მუშაობს, რომლებიც განსაკუთრებულად დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასოციაციასთან თანამშრომლობენ კვალიფიციური ადვოკატები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან მიგრანტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.