წელს ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა საქართველოა

წელს ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა საქართველოა. ამასთან დაკავშირებით, ფესტივალის ორგანიზატორები მაყურებელს შესთავაზებენ ქართული ფილმების რეტროსპექტივას სახელწოდებით DESTINATION… GEORGIA. – ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრენტოში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ქართული ფილმები:

“სანამ მამა დაბრუნდება” – რეჟისორი მარი გულბიანი;

“მზის ქალაქი” – რეჟისორი რატი ონელი;

“დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;

„მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“ – რეჟისორი თომა ჩაგელიშვილი;

“მგლების ქვეყანაში” – რეჟისორი გრეის მაკენზი;

“ლეთა” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი;

“დაკარგული სოფელი” – რეჟისორი გიორგი თოდრია;

“მეკვლე” – რეჟისორი გოდერძი ჩოხელი;

“ოგასავარა” – რეჟისორი ტატო კოტეტიშვილი;

“ჩვენი სისხლი ღვინოა” – რეჟისორი ემილი რეილსბექი;

“მოსავალი” – რეჟისორი მიშო ანთაძე;

“კოშკი” – რეჟისორი სალომე ჯაში;

“თეთრი ქარავანი” – რეჟისორები ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა;

კორონავირუსის პანდემიის გამო, ტრენტოს 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი აპრილის ნაცვლად 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები