“ყველა ემიგრანტის მონატრება ტყემლით და ჩურჩხელით იწყება…”

მხიარული ჩანაწერი ქართველი ემიგრანტის შორენა ბერაძის კედლიდან;

„აქაური ქლიავისგან ტყემალი გავაკეთე გუშინ და გამახსენდა:

ყველა ემიგრანტის მონატრება ტყემლით და ჩურჩხელით იწყება.

სტამბულში მომავალს, მე, პირადად, წიგნების მერე, ტყემალს ვაბარებდი… თურმე, რას წვალობ, მიაქვს ბაზარი ტყემალს. ხარაგაულელი რომ მენახა ემინოიზე, მაგ არ გამეხარდებოდა, ისე, პარასკევის ბაზარზე ტყემალი რომ ვნახე. ვეუბნები, ბეშ კილო…

ყრის… ყოველ ჩაყრაზე გადაამოწმებს: ბეშ!? ევეტ-მე. გააგრძელებს ჩაყრას, მომხედავს, ბეშ? თან, ხუთ თითს მაჩვენებს… ევეტ, ევეტ, ბეშ! – მეც ხუთ თითს ვაჩვენებ. სულ ალა-ალას ძახილით ამიწონა…

რად გინდა ამდენიო. კეტჩუპი კეთდება ამით-თქო და შევპირდი, მეორე პარასკევს ამოგიტან-თქო… ვინ გამატანა, შემარცხვინეს იმ ბიჭთან!

ყველა და ყველაფრის ვალი რომ გავისტუმრო, გუნგორებზე, პარასკევის ბაზრობიდან იმ გამყიდველის ვალი დამრჩება ხინჯად!“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.