საქართველოში მუზეუმების და ნაკრძალების ეტაპობრივი გახსნა დაიწყო

საქართველოში, 20 ივნისიდან,  მუზეუმების და ნაკრძალების ეტაპობრივი გახსნა დაიწყო. შესაბამისი ცვლილებები შევიდა მთავრობის დადგენილებაში „იზოლაციის და კარანტინის დამტკიცების შესახებ“.

დიდი პაუზის შემდეგ, პირველ ეტაპზე დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება:

თბილისი, ეთნოგრაფიული მუზეუმი

დმანისი, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი

ძალისი, ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი

ახალციხე, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი

მესტია, მარგიანების საგვარეულო კოშკი

ფოთი, კოლხური კულტურის მუზეუმის ნიკო ნიკოლაძის კოშკი.

„საქართველო ალბათ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მუზეუმების გახსნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საუბარია ეტაპობრივ გახსნაზე. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მუზეუმები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა იმ რეგულაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით არის უკვე დამტკიცებული“, – განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.