საქართველო და შვეიცარია დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლისთავს აღნიშნავენ 

2020 წლის 19 ივნისს, შვეიცარიისა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ბერნის მერიის შენობის თავზე სიმბოლურად აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა და შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა ირაკლი ხუცურაულმა, ქალაქ ბერნის მერმა, ალეკ ფონ გრაფენდინმა და მერიის საგარეო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა – იურგ ვიხტერმანმა.

ბერნის სტუმრებს, მათ შორის შვეიცარიაში მყოფ თანამემამულეებს, 19 ივნისიდან 22 ივნისამდე საშუალება ექნებათ ქალაქის ცენტრალურ უბანში იხილონ საქართველოს ეროვნული დროშა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.