ისტორია და ისტორიები სლაიდერი წერილები

“მართალია, იქ სიღარიბეა, მაგრამ სიმდიდრეა ისეთი ,არცერთ ქვეყანას რომ არ აქვს – ეს მდიდარი სულია”-  საქართველოზე შეყვარებული იტალიელი ბაბუს ამბავი 

რაც უნდა ბევრ ადამიანს ეშლებოდეს საქართველო ამერიკის შტატ ჯორჯიაში და რაც უნდა ბევრი ფიქრობდეს, რომ კავკასიის ეს პატარა ქვეყანა რუსეთის ნაწილია, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაუზარლად აუხსნიან ყველას როგორია საქართველო, რატომ უნდა უყვარდეთ იგი და არასდროს შეეშალათ არა მხოლოდ ზემოთ ნახსენებ ორში, არამედ არავისა და არაფერში. ქართველი ემიგრანტი იტალიის პატარა ქალაქში მომხდარ ამბავს ყვება – როგორ გააოგნა 70 წლამდე ბაბუმ, სახელად ფრანკომ, საქართველოსადმი მისი სიყვარულით, დამოკიდებულებითა და იმ ცოდნით, რაც ხშირად თავად ქართველებსაც არ აქვთ.

“ამას წინათ ეზოში ორი იტალიელი ცოლ-ქმარი ისხდნენ, ანუ, ჩემი კორპუსის წინ არის პარკი და იქ. მეც გარეთ სასეირნოდ ვიყავი გასული, ბუნებაში ხეტიალის დროს ვწერ ხოლმე. მივესალმე მათ… მეტნაკლებად ვიცნობ ამ ოჯახს.
ნუ, სახელი იციან ჩემი და ის, რომ მეც იმ კორპუსში ვცხოვრობ, სადაც თვითონ. მკითხა ქალბატონმა, სადაური ხარო?

– ქართველი ვარ, საქართველოდან -მეთქი,
_ უი, ეს იქ არაა, რუსეთთან?
_ ერთია ყველა, რუსეთია,-  ჩაერთო საუბარში ქმარიც.
_ ხო მეზობელი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ არ ვართ რუსები ,ჩვენ ცალკე ქვეყანა ვართ – ვუპასუხე მე – რუსეთი ოკუპანტია და ის არაა ჩემი ხალხი, ჩემი ქვეყანა, მათ ჩემი მიწა მიიტაცეს  – აღარ ვჩერდები რატომღაც გავბრაზდი.
_ მე ქართველები და რუსები ადრე ერთი და იგივე ხალხი მეგონაო – თქვა ქალბატონმა და სათვალეები მოიხსნა.

_არა!! რელიგია აქვთ ერთი მხოლოდ, ორთოდოქსები (მართლმადიდებელი) არიან ორივე ქვეყანა, თორემ ქართველებს ტრადიცია, კულტურა, ისტორია ძველისძველი აქვთ. რუსეთი ახალი ქვეყანაა, საქართველოსთან შედარებით. და ეს ხალხი არ ჰგავს არავის, როგორც იტალიას გვაქვს ჩვენი ძველი ისტორია, ისეთივე ძველია საქართველო.

_”ჯეორჯია“, – ჩაერთო საუბარში ახალი მოსული სამოცდაათ წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც ახლოს ძაღლს ასეირნებდა. როცა გაიგო, საუბარი რა თემაზე იყო, ალბათ, ამიტომ მოვიდა.
_ ქართველი ქალის სილამაზე სხვაა, მათ კავკასიელებს ეძახიან. ქართველი კავკასიელები.

უცებ წამით სიჩუმე.

_ და ამათი ცეკვა რომ ნახო, შიში შეგიპყრობს, იცით როგორია? ხმლით და ფარით ჰაერში ფრინავენ ახალგაზრდა კაცები…მებრძოლი ხალხია ესენი. და რას ადრით ოტკის მოყვარულ რუსებს? ამათი სტუმართმოყვარეობა ხომ საერთოდ, ამათ ქვეყანაში ეძახიან მხოლოდ მთელ დედამიწაზე კაცს “ვაჟ_კაცს”და არსად სხვაგან, ნახეთ, გუგლში ჩაწერე გეორგია და ნახავთ იმას. რასაც მე გეუბნებით – ქებას არ აკლებს ქართველებს და საქართველოს ეს დალოცვილი ბაბუა –  საქართველოა პირველი ვაზის ქვეყანაა. ამათ სამშობლოში ქალებს “მანდილ_ოსანს” ეძახიან და არსად დედამწიზე სხვაგან –  არ ჩერდება და საუბრობს.

იმდენი რამ თქვა იტალიელმა ბაბუამ, რომ ,ალბათ, საქარველოში არ ეცოდინებოდა ბევრს, სამწუხაროდ.
ქალი შემოტრიალდა და მიყურებს.
_ ჰო,მარა ასეთ ლამაზ ახალგაზრდა ქალს რომ გაუშვებს კაცი წლები და ამისთანა რამდენია იცი კიდევ ?
ვერ დავიჯერებ რომ, მათი ტრადიცია საოცარია და ის, რომ მათი კაცები ჰაერში აფრიალებს ხმალს და ხანჯალსდა ვაჟკაცია და ის, რომ ქალის პატივისცემა განსაკუთრებულია მათ ქვეყანაში.
_ აი მაგიტომ, არიან ზუსტად სულით ძლიერი ხალხი,იცი რატომ? დედა ომში შვილთან ერთად იბრძოდა, დედა აცილებდა სამშობლოს დასაცავად ომში შვილს… მოუწოდებდა მისი მიწა დაეცვა. ეს ხალხი მუდამ იყო წნეხის ქვეშ, მრავალი წლები ტყვეობაში, სულ თავის დაცვაში იყო ეს ხალხი და ახლაც ასეა. თურქეთი რუსეთი და რავიცი, ვინ არა? ასეთი მაგარი ქალებით იყვენენ, რომ გაზარდეს  ზუსტად ის კაცი, რომელსაც ვაჟკაცი ეწოდა. და კაცებიც მუშაობენ, განა მარტო ქალები? – დასძინა.
ისევ სიჩუმე.
_ ასეთი ულამაზესი გენეტიკა აქვთ კავკასიის ხალხს. თეთრი ფერის კანი და შავი თვალები, შავი გრძელი თმა_
უცებ ვიგრძენი, რომ სრულად ვცახცახებდი, სიამაყით სიხარულით და ტკივილით ერთდროულად რავიცი, ყველაფერი დამემართა. ავტირდი,  მინდოდა იმ მოხუცს ჩავხუტებოდი და მეთქვა –
ჩემი სამშობლო ნეტა შენ რომ გყვარებია, მასე უყვარდეს ზოგს იმათ, ვინც ყიდის ჩემს ბებერ ლამაზ სამშობლოს ურჯულოებზე-მეთქი. მაგრამ ისე ვიყავი გათიშული, აზრს ვერ მოვედი იმ დროს.

ცოლ-ქმარი იჯდა და უსმენდა ამ დალოცვილი კაცის საუბარს – საქართველოს და ქართველ ერზე შეყვარებულ კაცს, ლამის ნახევარი საათი ისაუბრა. არავინ ჩარეულა, ის ყვებოდა ჩვენს ისტორიის სიძველე, ტრადიციებზე კულტურასა და სულით ძლიერ ხალხზე.
ის ყვებოდა, თუ რა საოცარად ლამაზია საქართველო.
_ და საიდან იცი, ფრანკო, ამდენი? – ჰკითხა ქალბატონმა.
მე ქართველი მეგობარი მყავდა, მრავალი წელი განუყოფელი მეგობრები ვიყავით და არაერთხელ ვარ ნამყოფი იმ მადლიან ქვეყანაში. ის მერე ავარიით დაიღუპა, მაგრამ მას მერე არაერთხელ ჩავედი საქარველოში. როგორც საკუთარი შვილი, ისე ვუყვარვარ მის ოჯახს.
წამი სიჩუმე ისევ.
_ იქაური კერძის გემო, სულ სხვაა და იქ ხალხი სხვანაირად უყურებს სამყაროს.
იქ სიღარიბეა, მართალია, მაგრამ იქ სიმდიდრეა ისეთი, რაც არ აქვს არცერთ ქვეყანას და ეს მდიდარი სულია.
დაგვემშვიდობა ორი ნაბიჯი გადადგა მოტრიალდა და დაამატა,

– ის საქართველოაა! საქართველოო! ცალკე ქვეყანაა და ის არც რუსეთი და არც თურქეთია.
კაპიტოო…?! ” 

ნათია ლაზიშვილი

 

ფოტო - თემატური

სხვა სიახლეები

“დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით…”

Editor

„ქართული ცეცხლი“ მზიურის პარკში

Editor

“მერე რა, თუ თქვენი ცა ჩვენგან შორს არის” – 45 წლის ასაკში ნასწავლი ქართული ენა და საუკუნეებით შენახული სამშობლოს სიყვარული  

Editor

“სადაც ქართველი კაცი მარხია, ყველგან პატარა საქართველოა” – კადრები ვენის სასაფლაოდან

Editor

“მე ჩუმი სიკვდილი გამოვიარე… “

Editor

პარიზის, ჟენევისა და ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორი – ვინ იყო პირველი ქართველი მეცნიერი ქალი ევროპაში

Editor