ნუცას ვიდეორეცეპტი ქართველი ემიგრანტებისათვის – ქათმის ღვიძლის პაშტეტი 

ნინა პერტენავასა და ნუცა სურგულაძის კულინარიული ვლოგებისა და უნიკალური რეცეპტების ხილვა „ქართული კვირის“ პლატფორმაზე უკვე შესაძლებელია. თუმცა, საინტერესო სიახლე გახლავთ ის, რომ კვირაში ერთხელ გადაცემა ქართველ ემიგრანტებს მიეძღვნება და რეცეპტები აბსოლუტურად ადაპტირებული იქნება უცხოეთში მათთვის ხელმისაწვდომ პროდუქტებზე.

“ჩვენი საინფორმაციო მხარდამჭერის, “ქართული კვირის”  ძირითადი მომხმარებლები ქართველი ემიგრანტები არიან, შესაბამისად ყოველ ხუთშაბათს, მე სწორედ მათ შევთავაზებ ჩემს რეცეპტებსა და სიახლეებს. ვიმედოვნებ, რომ ეს კომუნიკაცია არ იქნება ცალმხრივი და ქართველი ემიგრანტები, თავის მხრივ, მოგვაწვდიან იდეებსა და შემოთავაზებებს მათთვის განკუთვნილი გადაცემებისთვის,” – აღნიშნა ნუცამ ქართულ კვირასთან საუბარში.

ვისაც ნუცას უგემრიელესი და ამავე დროს ძალიან მარტივი კერძის მომზადება გსურთ, ჯერ შემდეგი პროდუქტები უნდა მოიმარაგოთ:

  • ქათმის ღვიძლი
  • ნაღები (დაახლოებით 18% ცხიმიანობის)
  • წითელი ღვინო
  • ხახვი
  • ნიორი
  • ზეთი
  • კარაქი
  • პილპილი
  • მარილი
  • სუნელები – ქინძი, ქონდარი, წითელი წიწაკა და უცხო სუნელი

თუკი ყველა ეს პროდუქტი უკვე თქვენი სამზარეულოს მაგიდაზეა, თამამად შეგიძლიათ, ნინასთან ერთად მისი მზადება დაიწყოთ. დღეს ნინამ და ნუცამ ადგილები სწორედ იმის დასამტკიცებლად გაცვალეს, რომ პაშტეტის მომზადება სულაც არაა რთული:

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები