ქართველთა სათვისტომო ,,კოლხეთი“ 21 ივნისს ნაპოლში, ემიგრანტებთან შეხვედრას გამართავს

იტალიაში ქართველთა სათვისტომო  ,,კოლხეთი“ სოციალური ხელშეწყობის ასოციაცია ,,ნინა და საქართველოსთან“ ერთად, 21 ივნისს ნაპოლში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას გამართავს. შეკრება ასოციაციის ოფისში 14 საათზე დაიწყება. შეხვედრის მიზანი იქნება ,,სანატორია 2020″-თან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

,,ჩვენს თანამემამულეებთან შეხვედრას სამი ძირითადი მიზანი აქვს: არალეგალებისადმი კონსულტაციების გაწევა ქვეყანაში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად, დარღვეული სამუშაო უფლებების აღდგენაში დახმარების გაწევა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარეც უცხოეთში მყოფი ადამიანისთვის, რომ მის გვერდით არის მის ენაზე მოსაუბრე, მისი ინტერესების დამცველი სტრუქტურა”- ამბობს ქართველთა სათვისტომო  ,,კოლხეთის“ ხელმძღვანელი ბეგი თავართქილაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.