უფლისციხისა და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალები ვიზიტორებისთვის 20 ივნისიდან გაიხსნება

20 ივნისიდან უფლისციხისა და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალები ვიზიტორებისთვის გაიხსნება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მზადაა, აღნიშნული სივრცეები ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით ეტაპობრივად გახსნას. ამასათან, ტურისტული ნაკადების გაზრდის სტიმულირებისთვის, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვიზიტორებითვის სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბილეთის ფასი განახევრდება. ამავდროულად, მომდევნო წლიდან ქვეყნის ტურისტულ მარშრუტებს ახალი მიმართულებებიც შეემატება.

ახლო მომავალში სრული დატვირთვით ამოქმედდება გრაკლიანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც თანამედროვე მულტიმედიური ექსპოზიციით იქნება აღჭურვილი. ტურისტულ მარშრუტებს შეემატება სხვილოს ციხეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.