„მწვანე ბლოგის“ ფოტოკონკურსი ქართველი ემიგრანტებისათვის – გადაიღე შენი ეკოგარემო

საქართველო საკუთარი ბუნებით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა,  რომელსაც ერთდროულად აქვს ზღვისა და მთის კურორტებით მდიდარი ლანდშაფტი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებშია თავმოყრილი, არანაკლებ აქტუალობას ურბანული ეკოგარემო შეიძენს. ქვეყანა თანდათან იწყებს ბეტონის ჯუნგლებიდან გამოსვლას და ჩვენი ფანჯრებიდან დანახულ ნაცრისფერ ხედებს სულ უფრო მეტი სიმწვანე ეპარება.

რა თქმა უნდა, ამ მხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანი უცხო ქვეყნების გამოცდილებაა, რომლებმაც მოახერხეს და წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა ეკოლოგიასთან სინთეზში მოიყვანეს. ბევრ თქვენგანს ალბათ უნახავს კიდეც შუაგულ ქალაქში გაშენებული მწვანე ოაზისები, გამწვანებული აივნები და განსხვავებული სარეკრეაციო ზონები.

„მწვანე ბლოგი“ კონკურსი- „გადაიღე შენი ეკოგარემო“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება – უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ფოტოკადრებად აღბეჭდონ თავიანთ ქალაქში არსებული მწვანე სივრცეები და გაგვიზიარონ, რას ისურვებდნენ საქართველოში.

კონკურსში მონაწილეობის წესები ძალიან მარტივია:

  • ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ ემიგრანტებს – მათი ფოტონამუშევრების მიღება  20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქართული კვირის ელექტრონულ ფოსტაზე (kartuli@kvira.ge)  იქნება შესაძლებელი.
  • ფოტომასალაში ნაჩვენები უნდა იყოს ეკოლოგიური, მწვანე გარემო –  საინტერესო და განსხვავებული კონცეფციის სკვერი, ვერანდა, ეზო, აივანი, სარეკრეაციო ზონა. (როგორიც, ამ ეტაპზე, საქართველოში არ გვხვდება)
  • თითოეულ მონაწილეს 3 სხვადასხვა ფოტოს გამოგზავნა შეეძლება- ფოტოები კი  „ქართული კვირის“ ფეისბუქ გვერდზე, ავტორის სახელი და გვარის მითითებით გამოქვეყნდება.
  • ყველაზე კრეატიული და საინტერესო ფოტოს ავტორი, რომელსაც ფოტოხელოვანი და „ეკო სითის“ მთავარი არქიტექტორი შეარჩევს, 10 000-ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერით დასაჩუქრდება.

იაქტიურეთ, გამოგვიგზავნეთ საინტერესო და განსხვავებული ნამუშევრები და გავიზიარეთ ეკოგარემოს თქვენეული ხედვა.

შეგახსენებთ, რომ „მწვანე ბლოგი“ “ქართული კვირისა” და “ეკო სითის” ერთობლივი პროექტია, რომელსაც სიამოვნებით შეუერთდა ფოტოხელოვანი და ეკოაქტივისტი გოგა ჩანადირი, სწორედ ის ამზადებს ყოველკვირეულ ბლოგებს, რომლებშიც ეკომნიშვნელობის,  საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებს შეეხება.

პროექტის მხარდამჭერია “ეკო სითი მეტი დეველოპმენტისაგან”, რომელიც წლებია, ეკომეგობრულ საცხოვრებელ უბნებს აშენებს  და მავნე ჩარევისაგან გარემოს დაცვა მათი სოციალური პასუხისმგებლობისა და პოლიტიკის  ნაწილია.

 

 

რუბრიკის მხარდამჭერია საცხოვრებელი კომპლექსი “ეკოსითი”, რომელსაც ბაზარზე “მეტი დეველოპმენტი” წარმოგვიდგენს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.