ბრიტანულმა Telegraph-მა საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა 

“ტელეგრაფის” სტატია თბილისისა და ბათუმის აღწერით იწყება. საქართველოსთან ერთად, გამოცემის რჩეულ  მიმართულებებს შორისაა: ხორვატია, მონტენეგრო, მალტა, სლოვენია, ფინეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, ავსტრია.

„Best Europe Destinations“-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე უსაფრთხო მიმართულებებს შორისაა საქართველო, ხორვატია და მადეირა. ეს მონაცემები ქვეყნებში COVID-19-ის შემთხვევებისა და სპეციფიკური ჰიგიენის წესების დანერგვის მიხედვით შედგა“, – წერს Telegraph-ი.

„ევროპაში ვირუსის გავრცელებით ყველაზე მეტად დაზარებულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების 260-ჯერ ნაკლები შემთხვევაა. საქართველომ პანდემიის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირება მოახდინა. ქვეყანაში შიდა ტურიზმი 15 ივნისს აღდგა, საქართველო მზად არის საერთაშორისო მოგზაურებს 1-ლი ივლისიდან უმასპინძლოს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით სხვადასხვა სახის ზომები მიიღეს. როდესაც ბრიტანელებს მოგზაურობის ნებას დართავენ, თბილისი სექტემბერში ან ოქტომბერში იდეალური ადგილია სტუმრობისთვის. როგორც Telegraph Travel-ის მწერალი, ქეი ჰოლანდი აღწერს, ძველი თბილისი მიხვეულ-მოხვეული გზებით, ვიწრო შესახვევებით, ლაბირინთული მოედნებით, ხის ლამაზი სახლებით, ბოჰემური ბარებით, კაფეებით და უძველესი ეკლესიებით გამოირჩევა. საქართველოს მეორე უდიდესი ქალაქია ბათუმი, რომელიც პლაჟებით, ცათამბჯენებით, სუბტროპიკული მიკრო კლიმატით გამოირჩევა შავ ზღვაზე“, – წერს Telegraph-ის ჟურნალისტი,  ემა ფიზერსტოუნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.