ქართული საზამთროს ჩირი ექსპორტზე იაპონიაში გადის

კომპანია ,,ჩიკორმა” იაპონურ სავაჭრო კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც  ქართული წარმოების საზამთროს ჩირი იაპონურ ბაზარზე გაიყიდება.

შექმნილი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად,  ,,ჩიკორს”, დღეის მონაცემებით, 2020 წლის საექსპორტო გაყიდვების გეგმის 57%  უკვე შესრულებული აქვს.

კომპანია  „ქარელის ხილი“ 2015 წლიდან „ჩიკორის“ ბრენდის ქვეშ  ქართულ ნატურალურ ჩირებს აწარმოებს. ამჟამად მოლაპარაკები მიმდინარეობს ამერიკელ პარტნიორებთან, რომლებიც დაინტერესდნენ ,,ჩიკორის” საექსპორტო ჩირებით. სამომავლოდ იგეგმება ისრაელისა და  ბელორუსიის ბაზრებზე შესვლაც.

მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანია უახლოეს მომავალში საწარმოო ბაზის გაფართოებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.