ბულგარული გამოცემა:” ქართულ სამზარეულოში თავმოყრილია ამიერკავკასიის, აზიის და შავი ზღვის რეგიონის სამზარეულოთა საუკეთესო ტრადიციები“

ცნობილ ბულგარულ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ქართული სამზარეულოს მნიშვნელობაზე, უნიკალურობასა და მის მახასიათებლებზე მოგვითხრობს.

“კერძების დაგემოვნება ქართველებისთვის დიდი რიტუალია – ეს არის დრო საუბრებისთვის, აზრთა ურთიერთგაცვლისა და მადლიერების სიტყვიერი გამოხატვისთვის. მაგიდასთან შეკრება ანუ, ე.წ. სუფრა, არის ერთობ ხმაურიანი, კოლორიტული, მხიარული, გულღია და ხანგრძლივი ქეიფი – ხშირად დილიდან საღამომდე, ან საღამოდან გათენებამდე. სუფრა წარმოუდგენელია თამადის – სადღეგრძელოების ოსტატის გარეშე. ქართულ სამზარეულოში თავმოყრილია ამიერკავკასიის, აზიის და შავი ზღვის რეგიონის სამზარეულოთა საუკეთესო ტრადიციები. სუნელების კომბინაციებით და პროპორციების მრავალფეროვნებით კერძები იძენენ სპეციფიურ გემოსა და არომატს, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ქართული სამზარეულოსთვის. ქალბატონმა ელჩმა თავად გაგვაცნო ქართული სამზარეულოს ამ შესანიშნავი კერძების რეცეპტები: ხინკალი, ჩახოხბილი, აჭარული ხაჭაპური, საცივი და სხვა” – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ქართული ეროვნული სამზარეულო ისტორიულ ჭრილშია აღწერილი, გამოყოფილია მისი უნიკალური მახასიათებლები და თავისებურებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.