ახალი ამბები დიასპორები საქართველო და ქართველები

ათენის კულტურულ ფესტივალს- “ All of Greece, one Culture” ქართველი მეცო-სოპრანო გახსნის

საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 18 ივლისიდან 30 სექტემბრამდე, ათენში დაგეგმილია კულტურული ღონისძიებების ციკლი სახელწოდებით “All of Greece, one Culture”.

წლევანდელი ზაფხულის პროგრამას გახსნის ქართველი მეცო-სოპრანო, მილანის ლა-სკალას, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენისა და პარიზის ოპერის ვარსკვლავი, ანიტა რაჭველიშვილი.

ანიტა რაჭველიშვილის პირველი სოლო-კონცერტი 2020 წლის 18 ივლისს, ათენის ცენტრში, რომაული აგორას ღია სივრცეში გაიმართება.

საბერძნეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კულტურული პროგრამის ფარგლებში გამართულ კონცერტებზე დასწრება შესაძლებელია იმ არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობის ბილეთის შეძენით, სადაც ჩატარდება ესა თუ ის კულტურული ღონისძიება.

სხვა სიახლეები

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის საქართველოს საკონსულო ღია კარის დღეს გამართავს

Editor

კიევში ქართული ღვინისა და კულინარიის ფესტივალი – „Kartuli Fest” გაიმართა

Editor

ფარაჯანოვისეული ესთეტიკა და სოფიკო ჭიაურელი ლედი გაგას კლიპში 

Editor

ნათია თოდუას კონცერტი ბერლინში, გემზე გაიმართა 

Editor

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 1 ნოემბრამდე გახანგრძლივდა

Editor

რეკორდული რიცხვი საქართველოს ტურიზმის ისტორიაში – 2019 წლის სტატისტიკა 

Editor