ვინ ვერ შეძლებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას, თუ ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში. – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში.

განკარგულება აშშ-ში შემოსვლისას გამონაკლისს უშვებს უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებზე და მათ ოჯახის წევრებზე, ა.შ.

შენიშვნა: საიმიგრაციო ვიზა არ გახლავთ Green Card/ლეგალური ბინადრობის უფლება. შესაბამისად საიმიგრაციო ვიზის მფლობელი საქართველოს მოქალაქე არ დაიშვება აშშ-ში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გავლით.

აშშ-ში ლეგალური ბინადრობის მქონე პირთათვის საერთაშორისო მგზავრობიდან დაბრუნებულზე, რეკომენდირებულია 14 დღით სახლში თვითიზოლაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები