ოტია იოსელიანს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა

,,ერთხელ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი გუნებისად, რწმენისად, სიმართლისად იცხოვრო, სხვანაირად ცხოვრება ცხოვრება არაა” – დღეს ცნობილ ქართველ მწერალს, ოტია იოსელიანს 90 წელი შეუსრულდებოდა.

პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი და კინოსცენარისტი ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე („ადამიანი იბადება ერთხელ“, „როცა სიყვარული მოვა“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“) არაერთი თეატრის სცენაზე დაიდგა. ავტორია კინოსცენარებისა „ჩქარი მატარებელი“, „მალე გაზაფხული მოვა“, „თეთრი ქალიშვილი“ და სხვა. მისი თხზულებები არაერთ ენაზეა ნათარგმნი.

ოტია იოსელიანის ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში; „დაჩის ზღაპრები“ თავის შვილს, დაჩის მიუძღვნა. ესაა ბავშვისთვის გასაგებ ენაზე დაწერილი დედამიწის, ზღვის, ვარსკვლავების, მთვარის და მზის არსებობის, შექმნის, სილამაზის, საჭიროების და მარადიულობის ზღაპარი. ნაწარმოები უამრავ ენაზეა ნათარგმნი და გამოცემული.

2014 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლა გაიხსნა.

მწერალი, ანდერძის თანახმად, სოფელ გვიშტიბში, საკუთარი სახლის ეზოში დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები