ინფორმაცია აშშ-ში არასაიმიგრაციო ვიზით მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის

პანდემიის შედეგად აშშ-ში დარჩენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, აშშ-ს მთავრობის მხრიდან რაიმე სპეციალური შეღავათები არ დაწესებულა. – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში.

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრულ დროში ვერ ახერხებთ ქვეყნის დატოვებას, შეგიძლიათ მიმართოთ აშშ–ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურს (USCIS), და I-539 ფორმის შევსებით მოითხოვოთ არასაემიგრაციო ვიზით (I-94 ფორმით) განსაზღვრული ქვეყანაში ყოფნის ვადის გახანგრძლივება. შესაბამისი ინფორმაცია/აპლიკაცია მოცემულია აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის ვებ-გვერდზე.

გაითვალისწინეთ, თქვენი ქვეყანაში ყოფნის ვადის გახანგრძლივებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების გარანტია არ არსებობს, თუმცა განხილვის პერიოდში ქვეყანაში ყოფნა საპატიოდ გეთვლებათ. გადაწყვეტილებას აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური (USCIS) ინდივიდუალური არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.