„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის” განაცხადების მიღების ვადა 23 ივნისამდე გახანგრძლივდა

ოსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგრანტო პროგრამისთვის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა’’ განაცხადების მიღების ვადა 23 ივნისამდე გაახანგრძლივა.

აღნიშნული პროექტის მიზანია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების შემდგომ, პოსტკრიზისულ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრებისთვის დახმარების აღმოჩენა ცხოვრების და საქმიანობის სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით. აგრეთვე, მოქმედი დიასპორული და ჩვენი თანამემამულეების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებისა თუ გაერთიანებების ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობა.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრების უფლება. ხოლო მის მიერ წარმოდგენილი პროექტი არ უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული.

საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 750 000 ლარს, გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს კი გადაეცემა არაუმეტეს 20 000 ლარი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Viber-ის ან Whatsapp-ის აპლიკაციით, შემდეგ ნომერზე: +995 551 080 060

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.