ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2020 წლის ივლისში, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი მეოთხედ ჩატარდება.

კონკურსის მიზანია მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა (როგორც ქართული ასევე უცხოური); ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა; სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი, ან მეღვინეთა გაერთიანება.

ნიმუშების მიღება მოხდება ორ ეტაპად:

თბილისი: 15-19 ივნისი; 11:00 -დან 17:00 საათამდე; ასოციაცია „ ქართული ღვინო“ – მთაწმინდის ქ. 12, 0108.

წინანდალი: 22-24 ივნისი; 11:00 -დან 17:00 საათამდე; სოფელი წინანდალი, წინანდალი, 2217.

საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2020 წლის 24 ივნისი.

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.