როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო ნაგებობების ოცეული (ფოტოკოლაჟი)

თუკი უჩვეულო შენობის გაგონებაზე ე.წ “რიყის დოქები” ან თბილისის იუსტიციის სახლის შენობა გახსენდებათ, უნდა გითხრათ, რომ მსოფლიოში გაცილებით უცნაური ნაგებობები არსებობს, რომლებიც მნახველებში მუდმივ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. 

დღეს ხელოვნების ნებისმიერი სფერო – იქნება ეს მუსიკა, სახვითი ხელოვნება თუ არქიტექტურა, ისეთი მრავალფეროვანია, როგორიც არასოდეს. თანამედროვე, შემოქმედებითი ადამიანები არ ექცევიან რაიმე საზღვრებში და თვითგამოხატვისთვის განსაკუთრებულ და განსხვავებულ მეთოდებს ირჩევენ.

შეიძლება ითქვას, თანამედროვე არქიტექტურაში ერთობლივი სტილის არქონამ დასაბამი მისცა უამრავ მიმართულებას, ზოგიერთი მათგანი უცნაური და ხშირად კომიკური, თუმცა მაინც უნიკალურია. 

თანამედროვე სტილი არის ერთგვარი ტენდენცია – სწრაფვა სიახლის მიმართ, რომელიც საკუთარ თავში თვითგამოხატვასეპატაჟურობას, კომფორტსა და სიმშვიდეს გააერთიანებს.

 

1. შენობა, რომელიც, ერთი შეხედვით, ჩარჩოს მოგაგონებთ, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მდებარეობს

 

2. ნომერ მეორე უცნაური ნაგებობაც იმავე ქვეყნიდანაა. უნდა ითქვას, რომ საემიროები საკუთარი არქიტექტურით ნამდვილად გამორჩეულია

3.  ეს შენობა აშშ-ში მდებარეობს და დაგვეთანხმებით, თანამედროვე ამერიკული სტილისაგან მკვეთრად განსხვავებულია.

4. ბიბლიოთეკა მისურიში, ამერიკის შეერთებულ შტატებში

5. როგორც ჩანს, ესპანეთში უზარმაზარი ბეტონის კონსტრუქციები ჯერაც პოპულარულია

6.  ბიზნეს-ცენტრი ინგლისში

7.  როგორც ჩანს, ინდოეთის ამ ნაწილში არა ძროხას, არამედ თევზს თვლიან წმინდა ცხოველად

8. კვლავ ინდოეთი

 

9. კოლუმბიაში მდებარე ეს შენობა ნამდვილად რომელიმე ზღაპრიდან ან მულტიპლიკაციური ფილმიდან უნდა იყოს

 

10. ატომის ფორმის შენობა მაკედონიაში

11. ნიდერლანდები, როტერდამი – ტიპური ფერადი და მხიარული არქიტექტურა

12. პორტუგალიაში შესანიშნავად ესმით ეკონომიური მშენებლობის არსი და კედლების ნაცვლად, ლოდებსაც კი იყენებენ.

13.  კვლავ ფერადი ნიდერლანდები, ქალაქი როტერდამი

14. რთული გამოსაცნობი არაა, რომელი ცხოველი უყვარს ამ შენობის ფრანგ მეპატრონეს

15.  საფრანგეთში ჯუჯებს საკუთარი უბანი აქვთ

 

16.  კვლავ საფრანგეთი, ამჯერად გაცილებით ექსტრაორდინალური არქიტექტურით

17. მიწის სახლები შვეიცარიაში

18. სად თუ არა ჩინეთში ?!

 

19. კორონავირუსამდე ჩინეთის ქალაქ ვუჰანის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდით. სინამდვილეში კი ეს 7-მილიონიანი ქალაქი საკუთარი არქიტექტურითაც განსხვავებული და საინტერესოა.

 

20. და კვლავ ჩინური ჰარმონია ბუნებასთან

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები