ნათია თოდუას კონცერტი ბერლინში, გემზე გაიმართა 

ახალგაზრდა ქართველი მომღერლის, ნათია თოდუას კონცერტი ბერლინში, გემზე გაიმართა. პანდემიის გამო, მომღერალმა გერმანიის მასშტაბით დაგეგმილი ტურნე გადადო, თუმცა, მსმენელთან შესახვედრად ალტერნატივა მაინც იპოვა. კონცერტი 14 ივნისს გაიმართა. 

“ჩემი ალბომის ტურნე, კონცერტები და ჯაზზ-ბლუზ ფესტივალი, რომელიც წელს გერმანიის ქალაქებში იყო დაგეგმილი, სამწუხაროდ ვერ ჩატარდება კორონას გამო…ძალიან მომენატრა სიმღერა მუსიკოსებთან ერთად, სცენა და თქვენ!  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ემოციები, რასაც მუსიკა მაძლევს, გაგიზიაროთ! მუსიკა თავისუფლებას მჩუქნის, რომელიც იმხელაა და ისეთი ძლიერი, რომ მე ეს სიმღერით უნდა გამოვხატო. როცა ვმღერი, მინდა, რომ თქვენ გხედავდეთ, თქვენს ემოციებს ვგრძნობდე და ვუზიარებდეთ ერთმანეთს გულწრფელ სიყვარულს” – ამბობს მომღერალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.