“აქ გაღიმებაც ტირილის ტოლფასია”- ემიგრანტის წერილი  

 

მხოლოდ ემიგრანტებმა იციან, რამდენად რთულია, იყო სამშობლოსა და ოჯახისაგან შორს, ფიქრობდე, როგორ გაუცხოვდნენ შენი საყვარელი ადამიანები და როგორ გაცივდა ყველა ურთიერთობა. ემიგრანტის წერილი სწორედ ამ ტკივილს ეხება და იმ ადამიანებსაც, სხვის ომში რომ ბრძენები არიან და არ იშურებენ რჩევა-დარიგებასა და ქილიკს. 

“გამარჯობა, ჩემო ძვირფასებო! მინდოდა, დამეწერა, რას ვფიქრობდი ემიგრანტებზე – ვის როგორ აწყობს, ისე გვარიგებს ჭკუას… ჩემს აზრს ვაფიქსირებ ამ ერთგულება-გაცივების შესახებ! ჩემს თავზე არასდროს მივიღებ იმას, რასაც ბევრი წერს, გინდაც შვილების გაცივება- შვილს თუ სიყვარულით ზრდი და უნერგავ ამ ყველაფერს, როგორ შეიძლება მას შენი ტკივილი და მწუხარება არ ესმოდეს და არ განიცდიდეს შენგან შორს ყოფნას?! გაცივდეს დედის მიმართ და მასში მხოლოდ ფულის საჭრელ მანქანას ან ბანკომატს ხედავდეს?! ეს ჩემთვის სრულიად უცხოა და გაუგებარია! ვერ წარმომიდგენია და არც წარმოვიდგენ! ემიგრანტებს რაც შეეხება, ზოგის ოჯახში, ისეა ზოგის ოჯახშიც ასეა!

რაც შეეხება ქმრის ღალატს და თუნდაც ნებისმიერის, ვისაც ჩვენ იქ ყოფნის დროს ერთგულ ადამიანად ვთვლიდით, არიან ქალები სახლში რომ ზიან, მაგრამ ქმარი სხვა ქალთანაა გადასული საცხოვრებლად, ტოვებენ , ღალატობენ, თვალებში ნაცარს აყრიან, ზოგი დამსახურებულად იღებს ასეთ მოქცევას, ზოგიც დაუმსახურებლად, რა თქმა უნდა, როგორ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული, ზოგს კიდევ სრულიად დაუმსახურებლად ჰყავს გვერდში ერთგული ქმარიც და სანდო ადამიანიც! ყველაფერი ბედზე და გამართლებაზეა დამოკიდებული! უპრობლემოდ აქ არავინ ჩამოდის !

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ რასაც აქ ვმუშაობთ, ის რომ საქართველოში გვემუშავა ავშენდებოდით, სასაცილოა ნამდვილად! ვმუშაობდით იქაც, მაგრამ ჯერ აქედან რა შედეგი გვაქვს და იქ ხომ საერთოდ ავშენდებოდით თურმე! საქართველოში რომ გემუშავა ისე, როგორც ამბობ აქ მუშაობ, მთელი წელი ვერ აიღებდი იმ ხელფასს, რასაც აქ გიხდიან! ბოლოს იცით რა მინდა ვთქვა, მე არ შემხვედრია აქ ქართველი ქალი, რომელიც თუნდაც ერთი წამით ბედნიერია აქ ყოფნით! აქ გაღიმებაც ტირილის ტოლფასია! ადრე ადრე სხვაგვარად იყო ყველაფერი და არავინ ტოვებდა საკუთარ კერას! არ ჰქონდა მნიშვნელობა, ერთგული ქმარი გყავდა თუ მოღალატე ადამიანი გვერდში! სამსახურები იყო და ყველას შეეძლო გაეტანა თავიც და ოჯახიც იქ ნაშოვნი ხელფასით! უსახლკარო უიშვიათესი იყო! როცა ქართველი შენს ქვეყანაში დევნილი ხარ, რა გზა გაქვს, რომ არ იბრძოლო შენი მომავლის გადასარჩენად?! ასეა ეს, ჩემო კარგებო და სიმართლე ასეა ბოლომდე, რისი აღიარებაც და დანახვა არ გინდათ ზოგიერთებს! ვისაც სიყვარული და ერთგულება შეუძლია, მიწაშიც რომ იყო გიერთგულებს! ნურავინ იდანაშაულებთ თავს იმაში, თუ ვინმემ გიღალატათ, სხვაში გაგცვალათ, მით უმეტეს აქ მყოფმა თუ ეს 13 წელი ვერ გაიგე და მხოლოდ ჩასვლის შემდეგ მიხვდით სიმართლეს ან ლენჩი ხარ ან გაწყობდა რომ თავი მოგეტყუებინა! ერთგულება არ ისწავლება – ის ან გაქვს ან არა! მოღალატე ყველგან მოღალატეა, რა მნიშვნელობა აქვს ადგილმდებარეობას?! თუ ადამიანს უყვარხარ და მისთვის რაღაცას მაინც ნიშნავ, სიშორეს რა მნიშვნელობა აქვს? ესე იგი არ უყვარდი! მე არ მწამს ისეთი სიყვარულის, დღეს გვერდში გყავს- გიყვარს, წავიდა და მორჩა ! გაცივდა! გაცივებული მიცვალებული ვიცი მე ! მიცვალებულს კიდევ ასაფლავებენ! თუ გიყვარს მიცვალებულიც გეყვარება! ესე იგი არ ყოფილა არანაირი სიყვარული! ბოლოს მინდა ვთქვა ის, რომ შეეშვით სხვის ჭკუის სწავლებას ისედაც ვერ ვართ კარგად !

ვინც იმას ამბობს, რომ ემიგრანტები აქ დროის სატარებლად ვართ და არაფერი გვაწუხებს, ნამდვილად ვერ უნდა იყოს ჯანმრთელად! მე არ მინახავს ემიგრანტი, ვისაც საკუთარ კერაზე დაბრუნება არ უნდა და აქ ბედნიერია! ვისაც ასე ჰგონია, შეუძლია იგემოს აქ ის ბედნიერება! მობრძანდით ბატონო და ნუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენზე მეტი ერთგულები ხართ შვილების, მეუღლეების და თუ გინდ, ვინც გინდა იყოს! მე ასე ვიტყვი ერთგულება რა შუაშია აქ ? ჩვენ მოღალატეები ვართ და თქვენ ერთგულები? არანაირად. გაუფრთხილდით თქვენს ერთგულ მეუღლეებს , შვილებს და ასე შემდეგ ! ჩვენ როგორმე მივხედავთ ჩვენ გამწარებულ წუთისოფელს!” – წერს ემიგრანტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.