“Complete National Parks of Europe”- ში საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს და ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, National Geographic სპეციალურ გამოცემაში – “Complete National Parks of Europe”-ში საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა.

საერთაშორისო გამოცემის 530 გვერდიან სპეციალურ გამოცემაში 460 ეროვნული პარკია შესული.

„ლამაზი და იდუმალი ქვეყანა, რომელიც კონტინენტების გასაყარზე მდებარეობს, ახლა ევროპული მომავლისკენ მიისწრაფვის, აქვე, აზიური წარსულის ხიბლსა და ტრადიციებს ინარჩუნებს. საქართველო არის ღრმა რწმენის ქვეყანა, რომელშიც მიმოფანტულია მრავალი საუკუნის ეკლესიები. სვანეთის, ხევსურეთისა და თუშეთის რეგიონები უბადლონი არიან მათი მკაცრი სილამაზითა და თბილი სტუმართმოყვარეობით“ – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის მომზადების მიზნით, ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 2019 წლის აგვისტოში, გამოცემის „National Geographic” უფროსი რედაქტორი – ჯასტინ კავანა საქართველოს ეწვია და ფოტოგრაფ ჯეფ მორითსენთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები