„ტელესკოლაში“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა „ყურმოკრული ამბები“ გავა
13 ივნისიდან, ყოველ შაბათ-კვირას საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ხუთი კვირის განმავლობაში, „ტელესკოლაში“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა „ყურმოკრული ამბები“ (Word on the Street) გავა.
პროგრამა, რომელიც წარმატებით გადაიცემოდა და გადაიცემა ჰონკონგში, მონტენეგროში, სერბეთში, თურქეთსა და ა.შ. ქვეყნებში, ქართველს მოსწავლეებს ზაფხულის პერიოდის ეფექტურად გამოიყენებს და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
სერიალის ფორმატის გაკვეთილები სახალისოდ მოთხრობილი ეპიზოდებისგან შედგება და თანამედროვე ბრიტანულით, მოსწავლეებს ლექსიკის გამდიდრებასა და გრამატიკის უკეთ ათვისებაში ეხმარება.
ვიდეო გაკვეთილების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თითოეულ გაკვეთილს ახლავს დამატებითი ონლაინ სავარჯიშოები, პასუხებით და თითოეული ვიდეოს სცენარით.
აღნიშნული სერიებისთვის ექსპერტი რობ ლუისი ამზადებს ვიდეო მიმართვებს, სადაც დამატებით განმარტებებსა და მითითებებს აძლევს პროგრამის მაყურებლებსა და მოსწავლეებს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი თანამშრომლობის მიზანია ახალ რეალობას ახალი შესაძლებლობებით და წარმატებული თანამშრომლობით უპასუხონ.